მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტებმა დროებით ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, დროებით ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარე ტერიტორიიდან, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს.

უწყების განცხადებით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი.

“აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას,” – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
მედიის , დაკავებული ადგილობრივი მკვიდრი არ არის და ის თბილისიდან ჩავიდა ოკუპირებულ ახალგორის რაიონში.

ოკუპირებული ახმაჯი ახალგორის მოსაზღვრედ მდებარეობს და იქ საოკუპაციო ძალებს სამხედრო ბაზა აქვთ განთავსებული.

მედიის თქმით, დაკავებული ჯერ ამ ბაზაზე გადაიყვანეს, იქიდან კი დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებს გადასცეს და ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

ამჟამად ცხინვალის ციხესა და იზოლატორში საქართველოს 6 მოქალაქე იმყოფება.

მსგავსი პოსტები

Back to top button