ოკუპანტებმა კახაბერ ქისიშვილი გაიტაცეს

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით სოფელ ფლავიდან კახაბერ ქისიშვილი გაიტაცეს.

ის სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. მას ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთა ედება.

მის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით უკვე დაწყებულია.

ოჯახს ჯარიმის თაობაზე ცხინვალიდან ჯერ არ დაკავშირებიან. მის საკითხს, სავარაუდოდ, ხვალ, ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგ სამუშაო შეხვედრაზე განიხილავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button