ოკუპანტებმა ხარკოვი და კუპიანსკის რაიონი დაბომბეს- არიან გარდაცვლილებიც

აღმოსავლეთ უკრაინიდან 26 აგვისტოს იუწყებიან ორი სამოქალაქო პირის დაღუპვის შესახებ რუსეთის თავდასხმის შედეგად. ეს მსხვერპლი მოჰყვა ჭურვის მოხვედრას კაფეს შენობაზე სოფელ პოდოლიში, აღმოსავლეთის ხარკოვის რეგიონში – იუწყება ხარკოვის რეგიონის გუბერნატორი, ოლეჰ სინეჰუბოვი.
პოდოლი მოსკოვის ძალების კონტროლის ქვეშ მოხვდა მალევე მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში სრული მასშტაბით შეიჭრა, თუმცა გასული წლის სექტემბერში ის კიევის ძალებმა დაიბრუნეს.
ბოლო კვირებში რუსეთის არმია ცდილობს წინ წავიდეს ხარკოვის რეგიონის ფრონტზე. უკრაინის არმია აღიარებს, რომ იქ ბრძოლა უფრო გართულებულია, თუმცა აცხადებს, რომ კვლავაც უჭირავს ფრონტის ხაზი.
რუსებმა კუპიანსკის რაიონი დაბომბეს, შეტევის დროს ორი ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას ხარკოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
„ოკუპანტებმა კუპიანსკის რაიონი სოფელი პოდოლი დაბომბეს. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 2, დაიჭრა – 1 ადამიანი“, – წერს სინეგუბოვი.
მისივე თქმით, რუსმა სამხედროებმა სამოქალაქო ობიექტი – კაფე დაბომბეს, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები იმყოფებოდნენ.