მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტებმა ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანეს

რუსულმა ძალებმა დღეს ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე მასშტაბური სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რეკორდული 35 ერთეული S-300 რაკეტა გაუშვეს ბელგოროდის ოლქიდან (რუსეთი) და ტოკმაკის მახლობლად (ზაპოროჟიეს ოლქი, უკრაინა). უკრაინული მედიის ცნობით, ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციები ავრცელებენ. იყო 10-მდე აფეთქება. შედეგები ჯერ დაზუსტებული არ არის.

“დღევანდელი აფეთქებები მოხდა S-300-ის სარაკეტო დარტყმის შედეგად, რომელიც მტრის ძალებმა განახორციელეს ხარკოვისა და ზაპოროჟიის ოლქებზე. [რუსები თავს დაესხნენ] ხარკოვის ოლქს ბელგოროდის მახლობლად; ტოკმაკი, ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მთლიანობაში, მე ვიტყოდი, რომ ეს იყო რეკორდული შეტევა ამ ტიპის რაკეტებთან დაკავშირებით. ზაპოროჟიისა და ხარკოვის ოლქების მიმართულებით 35-მდე საკრუიზო რაკეტა ისროლეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სამიზნე იყო კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. თავდასხმების შედეგად ხარკოვში დაახლოებით 150 000 ოჯახს ელექტროენერგია შეეზღუდა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, რომ უზრუნველყონ წვდომა ელექტროენერგიის სარეზერვო წყაროებზე. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ ყოფილა.

უკრაინის ხარკოვის და ზაპოროჟიეს ოლქებზე გამთენიისას განხორციელებული სარაკეტო დარტყმებიდან რამდენიმე საათში რუსეთმა ახალი მასირებული შეტევა მიიტანა ამ და სხვა ოლქებზე.

ადგილობრივი მედია და ხელისუფლების წარმომადგენლები იუწყებიან აფეთქებების შესახებ კიევის, ხმელნიცკის, პოლტავის, ლვოვის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში. ამოქმედებულია საჰაერო თავდაცვის სისტემა. მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. უკრაინის არმიის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 7 ე.წ. კამიკაძე-დრონი Shahed-136/131, საზღვაო ბაზირების 6 ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი“ და 35-მდე საზენიტო მართვადი რაკეტა ეს-300.

უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის ინფორმაციით, რუსული რაკეტები მოხვდა რამდენიმე მაღალვოლტიან ენერგოობიექტს, რის გამოც ზოგიერთ ოლქს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ამასთან უკრაინელი სამხედროების თანახმად, საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა 5 ფრთოსანი რაკეტა “კალიბრი” და 5 უპილოტო საფრენი აპარატი. რაც შეეხება ეს-300 ტიპის რაკეტებს, სარდლობა აღნიშნავს, რომ არსებული სისტემებით მათი ჰაერში განადგურება შეუძლებელია.

10 თებერვალს, დილით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსი ოკუპანტების მიერ რაკეტების გაშვებას ადასტურებენ უკრაინის სახელმწიფო ადმინისტრაციის ოლქების ხელმძღვანელები.

ნიკოლაევის ოლქის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი იუწყება, რომ პირველი რაკეტები უკვე უკრაინის ცაზეა, რუსები კი რაკეტების გაშვების მეორე ტალღისთვის ემზადებიან.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, დილის 08:30 საათისთვის რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით საკრუიზო რაკეტები გაუშვეს.

ჟიტომირის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი ბუჩენკო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ შესაძლოა ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ.

“ახლა აუცილებელია, რომ რეგიონისა და ქვეყნის ენერგოსისტემაზე დატვირთვა მაქსიმალურად შემცირდეს. ეს საშუალებას მისცემს ენერგეტიკოსებს, უკეთ მოემზადონ საგანგებო სიტუაციებისთვის. გამორთეთ ყველა არასაჭირო ელექტრომოწყობილობა”, – აცხადებს ბუჩენკო.

ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის იური კრუკის თქმით, რუსები უკრაინას კალიბრის ტიპის რაკეტებს ესვრიან. ამავდროულად, ვიტალი კიმი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით, შესაძლოა, კიდევ 20 რაკეტა გაუშვან.

რუსმა ოკუპანტებმა 10 თებერვლის ღამით ზაპოროჟიეე 17 საჰაერო დარტყმა განაროცხიელეს. ოკუპანტებმა დაარტყეს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას.

ამასთან, ოკუპანტებმა ღამე დაბომბეს ხარკვი, დნიპრო და ხმელნიცკის რეგიონები. რუსი ოკუპანტების რაკეტები კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს მოხვდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button