მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს

კიევში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა, როგორც “უნიანი” წერს, ქალაქში ჩაირთო საჰაერო განგაშიც. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები დედაქალაქს რაკეტებით დაესხნენ თავს.აფეთქებების შესახებ იტყობინება საინფორმაციო პორტალი ТСН-იც, რომელიც ეყრდნობა მდინარე დნეპრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე მცხოვრებთა მიერ გავრცელებულ ცნობებს.
უწყება მოუწოდებს კიევის მოსახლეობას, საჰაერო განგაშს ყურადღება მიაქციონ და თავშესაფრებში დარჩნენ. მათივე ცნობით, რუსეთის სამიზნე კვლავ ინფრასტრუქტურული ობიექტები გახდა. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ საჰაერო განგაშის სისტემა ჩაირთო ჩერნიგოვის, ჩერკასის, პოლტავის, სუმის, დონეცკის, კიევის რაიონებში. უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის „ოლენიგორსკის“ აეროდრომიდან „ტუ 95“-ისა და „ტუ 22“-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები აფრინდნენ.

მოგვიანებით, კიევის მერმა დააზუსტა, რომ ოკუპანტებმა შეტევა დედაქალაქის დნეპრის რაიონზე განახორციელეს.
„აფეთქებები დნეპროვსკის რაიონში. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური გაიგზავნა. დარჩით თავშესაფარში!” – დაწერა კლიჩკომ სოციალურ ქსელში.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ადგილობრივი ტელეგრამ არხები იტყობინებიან, რომ დილის ექვსი საათიდან შვიდი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა ივანოვკის მხრიდან. აფეთქებების ხმა ისმოდა ბოროდიანკიდანაც.

ოფიციალური ინფორმაცია აფეთქებების შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ტელეგრამის საკუთარ გვერდზე მხოლოდ ერთ სიტყვას წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი – „მშვიდად“.

აფეთქებების ხმა, რომლებიც კიევში შაბათ დილით ისმოდა, საომარ მოქმედებებს არ უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურის მოადგილე, ალექსანდრ პავლიუკი.

„აფეთქებები არ უკავშირდება არც საჰაერო საფრთხეს და არც სხვა სამხედრო მოქმედებებს. რაიმე საფრთხე რომ ყოფილიყო, თქვენ გაიგებდით განგაშის სიგნალს. აფეთქებების მიზეზების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად გავრცელდება“, – აცხადებს ის.
შეგახსენებთ რომ დილიდან კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა. ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო პორტალი უნიანი ავრცელებს.

აფეთქებების შესახებ იტყობინება საინფორმაციო პორტალი ТСН-იც, რომელიც ეყრდნობა მდინარე დნეპრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე მცხოვრებთა მიერ გავრცელებულ ცნობებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button