მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტებმა ლუცკის და ასევე, ივანო-ფრანკოვსკის სამხედრო აეროდრომები დაბომბეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა მანამდე უკრაინული წყაროებით გავრცელებული ცნობები უკრაინის დასავლეთში მდებარე ქალაქ ლუცკის აეროდრომის რაიონის დაბომბვის შესახებ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის თანახმად, რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა „დიდი სიშორის მაღალი სიზუსტის იარაღით“ იერიში მიიტანეს ლუცკის და ასევე, ივანო-ფრანკოვსკის სამხედრო აეროდრომებზე. კონაშენკოვის თქმით, ორივე აეროდრომი მწყობრიდან გამოიყვანეს.

ლუცკის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის, იური პროგულაიკოს ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა 2 უკრაინელი სამხედრო და 6 დაიჭრა.

უკრაინის დასავლეთში მდებარე ლუცკი და ივანო-ფრანკოვსკი ე.წ. ზურგის ქალაქებად ითვლებიან. დღეს, 11 მარტს რუსულმა ძალებმა იერიში მიტანეს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე კიდევ ერთ ასეთ ქალაქზე, დნიპროზე.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“-ს ცნობით, დნიპროს ერთ-ერთ რაიონში სამჯერ დაიბომბა საბავშვო ბაღის, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის და ფეხსაცმლის ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორიები. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 1 ადამიანი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის მხარდაჭერით სეპარატისტება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი ვოლნოვახა აიღეს. რუსული სახელმწიფო მედია RIA თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ კონტროლის ქვეშ აიღეს დასახლებები ოლგინკა, ველიკა-ანადოლი, ზელენი გაი.

უკრაინულ მხარეს საკითხზე ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

ცნობისთვის, დღეს რუსეთმა პირველად დაბომბა უკრაინის ორი ქალაქი ლუცკი და დნიპრო.

UNIAN უკრაინის შეაირაღებულ ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსი ოფიცერი, ვიაჩესლავ მაკლაგინი ლიკვიდირებულია. გამოცემის ცნობით, ის სირიაში რუსების “ოპერაციებში” მონაწილეობდა.

ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია Telegram არხზეც გავრცელდა:
უკრაინული მედია წერს, რომ ოფიცერი 29 წლის იყო. მისი ცხედარი როსტოვის რაიონში უკვე გადაასვენეს და დაკრძალეს. რუსეთის პრეზიდენტმა სიკვდილის შემდეგ მას მამაცობის ორდენი გადასცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button