ოკუპანტებმა მარიუპოლის გარშემო თავდაცვითი ხაზის მშენებლობა დაიწყეს

დროებით ოკუპირებული მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრ ანდრიუშენკოს განცხადებით, ოკუპანტებმა მარიუპოლის გარშემო თავდაცვითი ხაზის მშენებლობა დაიწყეს.
ანდრიუშენკო ამბობს, რომ ბეტონის “პირამიდებს” ოკუპანტები საავტომობილო გზის ნაწილში, მარიუპოლსა და დაბა ნიკოლსკის შორის ამონტაჟებენ.
ქალაქის მერის მრჩევლის, განცხადებით, ბეტონის ორ ქარხანაში ტანკსაწინააღმდეგო პირამიდებს აწარმოებენ.
“ოკუპანტებმა ბეტონის წარმოების ორი მინი ქარხანა, რომლებიც მარუიპოლში იყო დამონტაჟებული, ფრონტზე მუშაობს. იწარმოება ტანკსაწინააღმდეგო ბეტონის “პირამიდები”, რომლებიც ნაწილობრივ ტრანსპორტირდება ზაპოროჟიეში/ხერსონში.
მათ ნაწილობრივად ამონტაჟებენ საავტომობილო გზის მიდამოში, მარიუპოლსა და დაბა ნიკოლსკის შორის. ასევე, ოკუპანტები მნიშვნელოვნად აძლიერებენ მიმართულებას ჩრდილოეთიდან დასახლებულ პუნქტ ძველი ყირიმისკენ.
მიუხედავად ყველა განცხადებისა, რომ “რუსეთი სამუდამოდ აქ არის”, სინამდვილეში რუსებს ასეთი ოპტიმიზმი არ აქვთ.”- წერს პეტრ ანდრიუშენკო.
გარდა ამისა ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, კრემლი ბირთვულ რიტორიკას ამცირებს, რადგან ეს კიევს მოლაპარაკებას არ აიძულებს.
ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენება ნაკლებად სავარაუდოა და კრემლი ახლა დგამს ნაბიჯებს ბირთვული რიტორიკის დეესკალაციისთვის.
“უკრაინამ და მისმა საერთაშორისო მხარდაჭერებმა ნათლად განაცხადეს, რომ ისინი არ დათანხმდებიან მოლაპარაკებებს იარაღით და უარს არ იტყვიან უკრაინის სუვერენულ უფლებაზე – მის ტერიტორიებზე,” – ნათქვამია განცხადებაში.
ISW-ს ინფორმაციით, კრემლმა, სავარაუდოდ, პირადად განმარტა თავისი “ბირთვული პოლიტიკა” ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მის მოკავშირეებთან ურთიერთობის დეესკალაციის მიზნით.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს თქვა, რომ რუსეთს აქვს ბირთვული იარაღი და საფრთხის შემთხვევაში, მზადაა ყველა საშუალება გამოიყენოს. ამავე დღეს, პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება “რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ” ნაბიჯად მოიხსენია.
მიუხედავად ბრძოლებისა ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთი უახლოეს თვეებში საჰაერო უპირატესობას ვერ მოიპოვებს
3 ნოემბერს, უკრაინის შეირაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში ორჯერ მეტი თვითმფრინავი დაკარგა ვიდრე საბჭოთა ავღანეთის ომში. უკრაინაში, მისი თქმით, რუსეთის ფედერაციამ დაკარგა 278 თვითმფრინავი, ხოლო ავღანეთში – 119.
“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დამოუკიდებლად გადავამოწმოთ ეს რიცხვები, რუსეთის მუდმივი საჰაერო უპირატესობის ნაკლებობას, სავარაუდოდ, ამძაფრებს ცუდი წვრთნა, გამოცდილი საჰაერო ეკიპაჟის დაკარგვა და მჭიდრო საჰაერო მხარდაჭერის გაზრდილი რისკი მჭიდრო საჰაერო თავდაცვის ზონებში. ეს ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეიცვალოს მომდევნო რამდენიმე თვე,” – ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ ბრიტანეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ კრემლი მასიურად ათავისუფლებს სამხედრო მეთაურებს, რომლებმაც უკრაინის აღება ვერ შეძლეს. ამასთან, დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსეთის უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობას შორის თანამდებობიდან გათავისუფლება არის მაგალითი იმისა, რომ კრემლი ადანაშაულებს მეთაურებს ბრძოლის ველზე მიზნების შეუსრულებლობაში.