მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ოკუპანტებმა მავთულხლართების გავლება განაახლეს

ქარელის რაიონში ოკუპანტებმა მავთულხლართების უკანონო გავლება განაახლეს. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

სუსის განცხადებით, მიმდინარე წლის 17 აპრილს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ტახტისძირის მიმდებარედ განახორციელეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი.

აღნიშნულის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები.

მსგავსი უკანონო აქტივობები, მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ადგილობრივების ყოველდღიურობას – აცხადებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

მსგავსი პოსტები

Back to top button