მნიშვნელოვანიმსოფლიო

ოკუპანტებმა ოდესას „კამიკაძე“ დრონებით დაარტყეს

ოკუპანტებმა წუხელ ოდესის ოლქზე იერიში „კამიკაძე“ დრონების გამოყენებით მიიტანეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის პრესსპიკერზე, სერჰი ბრაჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, ერთი დრონი უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს, ორი კი სამხედრო ინფრასტრუქტურას მოხვდა.

მისივე ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

შეგახსენებთ, რუსებმა ოდესაზე შეტევა „კამიკაძე“ დრონების გამოყენებით 23 სექტემბერსაც განახორციელეს. ორმა უპილოტო საფრენმა აპარატმა პორტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული შენობა გაანადგურა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა მაშინ ერთი ირანული „კამიკაძე“ დრონი ჩამოაგდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button