მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
ოკუპანტებმა ომის დაწყების შემდეგ, უკვე 461 ბავშვი მოკლეს

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 10 თებერვლის მდგომარეობით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, უკვე 461 ბავშვი მოკლეს, დაშავდა 1 383-ზე მეტი.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:
დონეცკის რეგიონში – 443
ხარკოვის ოლქში – 270
კიევის ოლქში – 123
ჩერნიგოვის ოლქში – 86
ლუგანსკის ოლქში – 67
მიკოლაევის ოლქში – 82
ხერსონის ოლქში – 83
ზაპოროჟიეს ოლქში – 84
ლასტროვის ოლქში – 64
დნეპროპეტროვსკის ოლქი – 63
ლასტროვის ოლქში – 68.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.