მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ოკუპანტებმა სავარაუდოდ, სამი ადამიანი გაიტაცეს

ოკუპანტებმა სუფელ მუჟავადან, სავარაუდოდ, სამი ადამიანი გაიტაცეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იზოლატორში გადაიყვანეს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, მათ შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button