რეგიონისაქართველოსიახლეები

ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთიდან შშმ პირი გაიტაცეს

გატაცების მორიგი ფაქტი – საოკუპაციო რაჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ხურვალეთიდან 33 წლის შეზღუდული შესაძლებლობების პირი გაიტაცეს. სავარაუდოდ მასაც ოკუპანტები ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ოთარ სამნიაშვილი ოკუპანტებმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით წაიყვანეს. მათივე განცხადებით, ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და ისინი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დაწესებულ ჯარიმას ვერ გადაიხდიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button