მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტებმა უკრაინაში 10 749 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს აქედან 499 ბავშვი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებსა და უკრაინის თავდაცვის ძალებს შორის 44 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

როგორც გენშტაბი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, 2 აგვისტოს რუსმა სამხედროებმა უკრაინას კვლავ შაჰიდის დრონებით შეუტიეს, უკრაინამ 23 მათგანი გაანადგურა.

გენშტაბის ცნობითვე, 2 აგვისტოს რუსეთმა 89 საჰაერო და 67 სარაკეტო დარტყმა განახორციელა უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე. თავდასხმებს მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოქალაქეებში.

გარდა ამისა, როგორც გენშტაბი აღნიშნავს, ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალების ავიაციამ 9 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ადგილებში, ხოლო 3 – ოკუპანტების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე. უკრაინელმა დამცველებმა ასევე გაანადგურეს 9 ოპერატიულ-ტაქტიკური სადაზვერვო თვითმფრინავი.
ამასთა უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთის აგრესიას უკრაინაში 10 749 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 15 599 კი – დაშავდა მათ შორის 1 900 ბავშვი – აცხადებს უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი 3 აგვისტოს.

შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსის, იური ბელუსოვის თქმით, დაღუპულებიდან 499 ბავშვია.

“ჩვენ გვესმის, რომ ეს რიცხვები მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. როდესაც ჩვენ მოვახდენთ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას, რიცხვი ბევრად გაიზრდება და შესაძლოა ათჯერაც”- თქვა მან.

მისი ვარაუდით, მხოლოდ მარიუპოლში ათიათასობით დაღუპული იქნება.

პროკურატურის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სამართალდამცავები ეცდებიან ყველა მსხვერპლის იდენტიფიცირებას, თუმცა ეს “ადვილი არ იქნება”.

ამასთან, ბელუსოვის თქმით, პარტნიორების წყალობით, სხეულის იდენტიფიკაციის სისტემა, ლაბორატორიების რაოდენობა და დნმ-ის ანალიზის შესაძლებლობა ახლა ბევრად გაუმჯობესებულია.

​უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან 3 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.

რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები ასეთია:

ჯარისკაცი – დაახლოებით 247 850
​ტანკი – 4 224
ჯავშანტექნიკა – 8 234
საარტილერიო სისტემა – 4 892
სარაკეტო სისტემა – 704
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 465
თვითმფრინავები – 315
ვერტმფრენი – 311
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 077
საკრუიზო რაკეტები – 1 347
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 7 372
გემი/ნავი/კატარღა – 18
​სპეციალური აღჭურვილობა – 721.

მსგავსი პოსტები

Back to top button