ოკუპანტებმა უკრაინაში 503 ბავშვზე მეტი მოკლეს- ომში 265 680 რუსი სამხედრო მოკვდა

4 სექტემბრის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 503 ბავშვი დაიღუპა, ჯამში, დაზარალდა 1 119-ზე მეტი არასრულწლოვანი, – ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:
დონეცკის რეგიონში – 485
ხარკოვის ოლქში – 300
კიევის ოლქში – 129
ჩერნიგოვის ოლქში – 71
ლუგანსკის ოლქში – 67
ნიკოლაევის ოლქში – 89
ხერსონის ოლქში – 120
ზაპოროჟიეს ოლქში – 99
დნეპროპეტროვსკის ოლქი – 94.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.
უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 5 სექტემბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს.
უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 560 სამხედრო, 9 ტანკი და 38 საარტილერიო სისტემა.
რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია:
ჯარისკაცი – დაახლოებით 265 680
ტანკი – 4 489
ჯავშანტექნიკა – 8 670
საარტილერიო სისტემა – 5 649
სარაკეტო სისტემა – 747
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 504
თვითმფრინავები – 315
ვერტმფრენი – 316
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 512
საკრუიზო რაკეტები – 1 447
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 8 175
გემი/ნავი/კატარღა – 18
სპეციალური აღჭურვილობა – 851.