მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
ოკუპანტებმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 455 ბავშვი მოკლეს

2 იანვრის მდგომარეობით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 455 ბავშვი მოკლეს, დაშავდა 1 352-ზე მეტი, – ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:
➡დონეცკის რეგიონში – 429
➡ხარკოვის ოლქში – 269
➡კიევის ოლქში – 117
➡ჩერნიგოვის ოლქში – 82
➡ლუგანსკის ოლქში – 65
➡მიკოლაევის ოლქში – 82
➡ხერსონის ოლქში – 83
➡ზაპოროჟიეს ოლქში – 84
➡ლასტროვის ოლქში – 64
➡დნეპროპეტროვსკის ოლქი – 34
➡ლასტროვის ოლქში – 68.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 3 126 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 337 სრულად განადგურდა.