მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

რუსეთის სამხედრო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე.

საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ სტარუხის ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლებზე განხორციელდა 7 სარაკეტო დარტყმა, ნანგრევებში ადამიანები იმყოფებიან და ადგილზე მაშველები მუშაობენ. დაღუპულია 2 ადამიანი. როგორც ცნობილია, ორივე მათგანი ოფიციალური პირი იყო.
რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს ქალაქ ხარკოვზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ ობიექტზე. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

სამოქალაქო პირების მორიგი მასიური საფლავი აღმოაჩინეს გათავისუფლებულ ლიმანში. საერთო ჯამში, ლიმანის დეოკუპაციის შემდეგ იქ 50-ზე მეტი სამარხია ნაპოვნი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, გასულ ღამით რუსული ძალები ოდესისა და მიკოლაივის ოლქებს “კამიკაძე” დრონებით დაესხნენ თავს. წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 6 დრონი ჩამოაგდეს.

ამასთან რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებას, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გაკონტროლების შესახებ უკანონო მცდელობასთან დაკავშირებით, უკრაინა ბათილად მიიჩნევს – შესაბამის განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ბრძანებულებას, რომელიც მიხედვითაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ობიექტები რუსეთის საკუთრებაში გადადის, ვლადიმირ პუტინმა გუშინ დღის ბოლოს მოაწერა ხელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button