მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტებთან 24 საბრძოლო შეტაკება მოხდა-რუსეთმა უკრაინაში 271 790 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, მათი შეიარაღებული ძალები აგრძელებენ შეტევას მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით, სადაც ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს. ასევე, აგრძელებენ უკრაინის თავდაცვას ქვეყნის აღმოსავლეთითა და სამხრეთით.

როგორც უწყების დილის ანგარიშში ვკითხულობთ, გასული დღის განმავლობაში რუს ოკუპანტებთან 24 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

“ბახმუტის მიმართულებით მტერი წარუმატებლად ცდილობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის გარღვევას დონეცკის ოლქის იაგიდნისა და ბოჰდანივკას რაიონებში. თავის მხრივ, თავდაცვის ძალებმა წარმატებით მიაღწიეს დონეცკის ოლქის კლიშჩიივკას რაიონში,” – ნათქვამია ანგარიშში.

გენშტაბის თქმითვე, მელიტოპოლის მიმართულებით თავდაცვის ძალები საოკუპაციო ჯარებს მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებენ და მტერს დაკავებული პოზიციების დატოვებას აიძულებენ.

“შეტევითი მოქმედებების შედეგად, თავდაცვის ძალებმა ნაწილობრივი წარმატება მიაღწიეს ზაპოროჟიეს რეგიონის ვერბოვოისა და ნოვოპროკოპივკას ოლქებში, მათ განდევნეს მტერი დაკავებული პოზიციებიდან,” – იტყობინება გენერალური შტაბი.

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 271 790 ჯარისკაცი დაკარგა. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 16 სექტემბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს.

უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 350 სამხედრო, 4 ტანკი და 16 საარტილერიო სისტემა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 4616
ჯავშანტექნიკა – 8824
საარტილერიო სისტემა – 5988
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 774
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 521
თვითმფრინავი – 315
ვერტმფრენი – 316
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4738
ფრთოსანი რაკეტა – 1455
გემი/ნავი – 20
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 8525
სპეცტექნიკა – 891

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button