ოკუპანტებთან უთანასწორო ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა
31 მარტს, უკრაინაში, ქალაქ ბახმუტთან, სავარადუდო, ჭურვის აფეთქების შედეგად, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 29 წლის მიხეილ მაზანაშვილი დაიღუპა.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მიხეილ მაზანაშვილი წლების განმავლობაში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი ის უკრაინაში იბრძოდა.
მიხეილ მაზანაშვილი გორიდან, სოფელ ზერტიდანაა. ოჯახის ინფორმაციით, 29 წლის ქართველ მებრძოლს საქართველოში გადმოასვენებენ.
ახლობლების და თანასოფლელების ინფორმაციით, მაზანაშვილს ჰქონდა დიდი სამხედრო გამოცდილება. ახალგაზრდა კაცი იბრძოდა ქართულ შეიარაღებულ ძალებში, ასევე, იმყოფებოდა ავღანეთში საერთაშორისო მისიაში.
“1 წლის წინ წავიდა და იბრძოდა, მეუღლეც იქაური ყავდა. როგორც ვიცით ჭურვი დაეცა. აქ გადმოასვენებენ და აქ დაიკრძალება,”- აცხადებს გარდაცვლილის ბიძაშვილი.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროშიაცხადებენ, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ და “განხორციელდება შესაბამისი პროცედურები”.
უკრაინაში რუსეთმა ომი 24 თებერვალს დაიწყო. ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა. მას შემდეგ უკრაინაში 39 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.