მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტი პრეზიდენტი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს

ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა „რია ნოვოსტი“ კრემლის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
პარტია “სამართლიანი რუსეთის” ლიდერი, სერგეი მირონოვი რუსულ პროპაგანდისტულ მედიას ეუბნება, რომ რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი პუტინი მომავალ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს.

მირონოვმა თქვა, რომ პუტინი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს არც როგორც “ერთიანი რუსეთის” და არც როგორც “სამართლიანი რუსეთის” კანდიდატი, არამედ შეგროვდება ხელმოწერები მისი, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდასაჭერად.

ის ასევე ამბობს, რომ “სამართლიანი რუსეთის და “სახალხო ფრონტი” მონაწილეობას მიიღებენ ხელმოწერების შეგროვებაში.

“ერთიანი რუსეთის” გენერალური საბჭოს მდივანმა ანდრეი ტურჩაკმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ პარტია ასევე მიიღებს მონაწილეობას ხელმოწერების შეგროვებაში.
პარტია „ერთიანი რუსეთის“ მაღალჩინოსანმა, რუსულ გამოცემას განუცხადა, რომ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ მას პარტიის სრული მხარდაჭერა აქვს, კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის. ყრილობა ხვალ, 17 დეკემბერს არის დაგეგმილი.

პუტინმა გასულ კვირას დაადასტურა, რომ ისევ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ამის შესახებ მან კრემლში გამართული დაჯილდოების შემდეგ განაცხადა. მანამდე მან ოთხჯერ იყარა კენჭი – 2000, 2004, 2012 და 2018 წლებში.

შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს არის დაგეგმილი. დღეს კი რუსეთის ცეესკომ კი მიიღო განკარგულება, რომ არჩევნები სამი დღის განმავლობაში 15-17 მარტს გაიმართებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button