ოკუპანტი პრეზიდენტი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობას არ გამორიცხავს
მიუხედავად მზადყოფნისა რუსეთი მონაწილეობას არ მიიღებს მოლაპარაკებებში
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. შესაბამისი განცხადება მან სანქტ-პეტერბურგში აფრიკის ლიდერებთან სამიტის შემდეგ გააკეთა.
როგორც პუტინმა აღნიშნა, აფრიკული და ჩინური ინიციატივები შესაძლოა მშვიდობის დამყარების საფუძველი გახდეს.
ამასთან, პუტინის მტკიცებით, ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელია, მანამ სანამ, “უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის არმიას უტევს”.
რაც შეეხება სამშვიდობო მოლაპარაკებებს, მანამდე უკრაინაც და რუსეთიც აცხადებდნენ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან კონკრეტული წინაპირობების გარეშე არ დასხდებიან. ოფიციალური კიევ აცხადებს, რომ საკუთარ ტერიტორიებზე უარს არ იტყვის, ხოო მოსკოვის მტკიცებით, უკრაინას “ახალი ტერიტორიული რეალობა” უნდა მიიღოს.
მიუხედავად მზადყოფნისა რუსეთი მონაწილეობას არ მიიღებს მოლაპარაკებებში
The Wall Street Journal-ი ავრცელებს ინფორმაციას 5 და 6 აგვისტოს მოსალოდნელი სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ უკრაინის თემაზე, რომელშიც ჩართული იქნება ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები და მონაწილეობას არ მიიღებს რუსეთი.
მოლაპარაკებები, რომლის შესახებაც ინფორმაციას ჯერ არც ერთი ქვეყანა ოფიციალურად არ ადასტურებს, სავარაუდოდ აგვისტოში გაიმართება საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში და მასში 30-მდე ქვეყანა იქნება ჩართული.
დადასტურებულია მოლაპარაკებებში დიდი ბრიტანეთის, სამხრეთ აფრიკის, პოლონეთის ჩართულობა. მოსალოდნელი საუდის არაბეთში მოლაპარაკებებში ჩაერთოს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი.
ამ ეტაპზე არც ისაა ცნობილი, მოწვეული ქვეყნებიდან რამდენი მიიღებს მოლაპარაკებებში მონაწილეობას. მოწვეული ქვეყნების სია იმავე ქვეყნებს აერთიანებს, რომლებიც ივნისის თვეში დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გამართულ მსგავს შეხვედრაში იყვნენ ჩართული. ამ შეხვედრის შესახებ ბევრი დეტალი ცნობილი არ არის – დასავლურ მედიაში გავრცელებული ცნობებით ვიცით მხოლოდ ის, რომ ინიციატივა უკრაინის მხრიდან მოდიოდა და მასში მონაწილეობდნენ რუსეთთან მტკიცე ეკონომიკური კავშირების მქონე ბრაზილია, ინდოეთი და სამხრეთ აფრიკა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთის არმიამ მრავალი ქალაქი გაანადგურა, იმსხვერპლა ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე.