მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტმა პრეზიდენტმა მოსკოვი დატოვა

უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვი დატოვა და ის ნოვგოროდის ოლქში, ქალაქ ვალდაიში გადაჰყავთ.

ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Pravda უკრაინის დაზვერვიდან წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ჩვენ უკვე გვაქვს მონაცემები, რომ პუტინი ტოვებს მოსკოვს. ის ვალდაიში მიჰყავთ” – აცხადებს წყარო გამოცემასთან.
უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელი ასევე აცხადებს, რომ აქვთ ინფორმაცია მოსკოვში პანიკაზე და მათი ცნობით, რუსეთის ძალები მოსკოვთან მისასვლელ ხიდებთან ძალების მობილიზაციისთვის ემზადებიან.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ვლადიმირ პუტინი პეტერბურგში გაფრინდა. ინფორმაცია მან საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის” მიაწოდა.

მანამდე სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვლადიმირ პუტინის პირადმა ბორტმა მოსკოვი დატოვა და რამდენიმე წუთში რადარებიდან გაქრა.

უფრო ადრე კრემლის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, რომ პუტინი კრემლში იმყოფება.

23 ივნისს, პარასკევს, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე თავდასხმაში, რასაც, რუსი ბიზნესმენის თქმით, „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს“.

ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ „ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში“.

პუტინმა „ვაგნერი“ ამბოხის მცდელობაში დაადანაშაულა და მათ ქმედებებს „ზურგში დარტყმა“ უწოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button