სახელმწიფო დროშები ადმინისტრაციულ შენობებზე, კახეთშიც დაშვებულია
საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები ადმინისტრაციულ შენობებზე, კახეთშიც დაშვებულია.
კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის განმარტებით, დროშები, ყველა მუნიციპალიტეტსა და სამხარეო ადმინისტრაციის შენობქზეც დაუშვეს.
“დღეს, ოკუპაციის 100 წლისთავზე, კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში, დაშვებულია სახელმწიფო დროშა. პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ჩვენი ერთი- ერთი ძირითადი პრიორიტეტი დეოკუპაციაა.
ასეც არის, ჩვენ ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ქვეყნის ერთიანობისათვის. მე მჯერა, რომ ოკუპაცია დროებითია”- განაცხადა შიოშვილმა, რადიო ჰერეთთან.
დღეს, 25 თებერვალს, წითელი არმიის მიერ, საქართველოს ოკუპაციიდან, 100 წელი შესრულდა.
1921 წლის 25 თებერვალს, წითელმა არმიამ, თბილისი აიღო.
ქართველი პატრიოტები, თითქმის ერთი თვის მანძილზე ცდილობდნენ, წინ აღდგომოდნენ ქვეყნის ოკუპაციას