მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპაციის პერიოდში ბუჩაში 400 -ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებმა ოკუპაციის პერიოდში ბუჩაში 400 -ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ალექსანდრ პავლიუკი „ტელეგრამზე“ ავრცელებს.

მან ასევე გაავრცელა ცხედრების ექსჰუმაციის პროცესი ბუჩას წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ტაძრის სიახლოვეს მდებარე ერთ-ერთი მასობრივი საფლავიდან.

“რაც ხდება უკრაინაში არის ტრაგედია, მაგრამ ალექსანდრე გრიგორიევიჩმა [ლუკაშენკომ] სწორად თქვა: არჩევანი არ იყო. უბრალოდ არჩევანი არ იყო, ერთადერთი კითხვა იყო, როდის დაიწყება. სულ ეს იყო”, – ამბობს აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი პუტინი და იმოწმებს მისი თანამოაზრის, ლუკაშენკოს სიტყვებს, რომელიც დღესაც იმყოფებოდა მოსკოვში.

პუტინმა თქვა, რომ ლუკაშენკომ მას ბუჩაში მომხდარი “პროვოკაციის” დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა და აღნიშნა, რომ ამ ქალაქში “სიტუაცია ყალბია”. პუტინის თქმით, მსგავსი “პროვოკაციები” სირიაშიც განხორციელდა და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებდნენ.
“მაშინ აღმოჩნდა, რომ ეს იყო ყალბი. იგივე სიყალბეა ბუჩაში”, – განაცხადა პუტინმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკების შემდეგ.

ამასთან მარიუპოლში საზღვაო ქვეითებმა შეძლეს გაერღვიათ შიდა ალყა და შეუერთდნენ აზოვის ბატალიონს – ინფორმაცია Спутник News АТО-ს ტვიტერზე ვრცელდება:

“მარიუპოლში, კონტრადმირალ ბელინსკის სახელობის 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის ქვედანაყოფმა, კარგად დაგეგმილი სპეცოპერაციის შედეგად, შეძლო მტრის ალყიდან გამოსვლა და აზოვის პოლკთან დაკავშირება – ნათქვამია ინფორმაციაში.დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ახლა აზოვის პოლკს შევუერთდით. რამდენიმე ასეულმა საზღვაო ქვეითმა მოახერხა გამოსვლა, მათ შორის დაჭრილები“, – აცხადებს ბრიგადის ოფიცერი.

მსგავსი პოსტები

Back to top button