ოკუპირებულ ახალგორში ტყეში ხანძარია

დროებით ოკუპირებულ ახალგორში ტყის ხანძარია. როგორც მედიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ტყის მასივში გაჩნდა.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, ხანძრის სოფლამდე გავრცელების საშიშროება არ არის.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, მათ მიერ გააქტიურდა ცხელი ხაზი, ასევე, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.
ამასთან სამოქალაქო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი დავით ქაცარავას თქმით
“ამ წუთებში აქტიური ხანძარი მიიწევს ოკუპირებული სოფელ მსხლები-ს მიმართულებით.
ხანძრის კერა ასევე ოკუპირებულ ნაწილში მდებარეობს.
თუ ხანძარი ბუნებრივად არ ჩაქრება, რამდენიმე საათში ის მიადგება ოკუპირებულ სოფელს. გადანწვარია მინიმუმ რამდენიმე ჰექტარი ტყე.
რას შვებიან ამ დროს ოკუპანტები?
არაფერს. ელოდებიან. არანაირი მოქმედება მათი მხრიდან არ ფიქსირდება. კიდიათ რა.” – წერს დავით ქაცარავა