ოკუპირებულ აფხაზეთში ამბობენ, რომ არ სურთ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა
ოკუპირებულ აფხაზეთში ამბობენ, რომ მათ ე.წ. სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებით, არ სურთ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა.
დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივან სერგეი შამბას თქმით, ასეთი განწყობები არ არსებობს არც პოლიტიკურ წრეებში და არც აფხაზურ საზოგადოებაში. “ტასთან” ინტერვიუში შამბა ამბობს, რომ არც კონსტიტუცია და კანონმდებლობა იძლევა დღეს ამის შესაძლებლობას. მისივე თქმით, აფხაზებმა მძიმე ფასი გადაიხადეს “დამოუკიდებლობისთვის” და ეს არის რამდენიმე თაობის ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი.
“ამიტომ, ეს საკითხი ჩვენს წრეებში არ განიხილება – არც პოლიტიკურად და არც საზოგადოებრივად. არ ვიცი ისეთი პოლიტიკური ძალა, პარტია, ან საზოგადოებრივი მოძრაობა აფხაზეთში, რომელიც დამოუკიდებლობაზე უარით მომდინარეობს. ასეთი პოლიტიკური ძალა არ არის”,-განმარტა აფხაზმა პოლიტიკოსმა.
თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთთან თანამშრომლობა უფრო მჭიდრო უნდა გახდეს ეკონომიკური, უსაფრთხოების თუ სხვა მიმართულებით.
“აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას” – ამის შესახებ
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე ვალერი კვარჩია საუბრობს.
“აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. აფხაზეთის კონსტიტუცია აბსოლუტურად მკაფიოდ გამოხატავს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ახლო და ძვირფასი სახელმწიფო. თუმცა, საკითხი, რომ აფხაზეთი შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში, რესპუბლიკის დღის წესრიგში არ დგას” – ამბობს ის.
შეგახსენებთ, რუსეთმა აფხაზეთის და “სამხრეთ ოსეთის” “დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს ცნო.
მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის თეა შონიას ჩართვას ახალ ამბებში: