მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში ასლან ბჟანიას ყოფილი თანაშემწე დააკავეს

აფხაზეთის დე ფაქტო შს სამინისტრო ჯერჯერობით, ოფიციალურად არ ადასტურებს ინფორმაციას დონბასში მებრძოლ ახრა ავიძბას დაკავების შესახებ. თუმცა, აფხაზური მედია მისი დაკავების ცნობას, სამინისტროში საკუთარ წყაროებსა და ახრა ავიძბას ახლობლების ინფორმაციაზე დაყრნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით,4 მარტს ახრა ავიძბას სახლის ჩხრეკის დროს, იარაღი და სხვა საბრძოლო აღჭურვილობა ამოიღეს.

მისი მხარდამჭერები ავიძბას დაკავების მიზეზების გასაგებად ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ.
ერთ-ერთი გავრცელებული ცნობის მიხედვით, ავიძბას დაკავების მიზეზი გახდა ის, რომ მას აფხაზეთში დონეცკიდან ჩამოსული უკანონოდ შეიარაღებული პირები ახლავს.

ახრა ავიძბა იანვარში სოხუმის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო.
იგი დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მრჩევლად ივნისის თვეში დაინიშნა.

სწორედ ახრა ავიძბას თაოსნობით შეიჭრნენ მომიტინგეები აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button