მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატებაა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატებაა.საოკუპაციო რეჟიმის ე.წ ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ჩატარებული 609 ტესტის შემდეგ კორონავირუსი 196 ადამიანს დაუდასტურდა.

ამ დროისთვის საავადმყოფოებში მყოფი 100-მდე პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია.

გასული 2 დღის განმავლობაში კორონავირუსით 5 პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის 37, 64, 85 წლის მამაკაცები და 75, 86 წლის ქალები.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 20 159-ს აღწევს. დაფიქსირდა 282 ლეტალური შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 16 367ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button