მნიშვნელოვანი

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობთ ავრცელებს ინფორმაციას.

მათივე ცნობით, ამ დროის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში საერთო ჯამში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 955-ს შეადგენს, აქედან 285 გამოჯანმრთელდა, ხოლო შვიდი მოქალაქე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო დღის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 173 მოქალაქეს ჩაუტარდა.

მიმდინარე სტატისტიკა: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 3695
გამოჯანმრთელებული – 1534
გარდაცვლილი – 20
კარანტინის რეჟიმში – 4988
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41

მსგავსი პოსტები

Back to top button