მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბორის ჯონსონი წავიდა

ბორის ჯონსონმა, დაუნინგ სთრითზე, მისი რეზიდენციიდან, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. ის ასევე ტოვებს კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს თუმცა ახალი ლიდერის არჩევამდე გეგმავს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დარჩენას. თავის მიმართვაში ჯონსონმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო პარტიას სჭირდება ახალი ლიდერი და ახალი პრემიერი-მინისტრი.

“მიზეზი, რის გამოც რამდენიმე დღის განმავლობაში მე შეუპოვრად ვიბრძოდი იმისთვის, რომ გამეგრძელებინა ეს მანდატი, მდგომარეობდა არა მხოლოდ იმაში, რომ მე ეს პიროვნულად მსურდა, არამედ მიმაჩნდა, რომ ეს არის ჩემი საქმე, ჩემი ვალდებულება და ჩემი მოვალეობა თქვენ წინაშე”, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

მანამდე ბორის ჯონსონმა კონსერვატორული პარტიის წევრს, თემთა პალატის დეპუტატს, გრემ ბრედის უთხრა, რომ ის თანამდებობიდან გადადგება მზარდი ბრაზის ფონზე, რომელიც გამოიწვია მისმა მიდგომამ პარტიის სხვა წევრის არასწორი მოქცევის გამო ბრალდებების მიმართ.

ამასთნ ბორის ჯონსონის მიერ პოსტის დატოვებაზე განცხადებას წინ უძღოდა მინისტრებისა და რამდენიმე თანამდებობის პირის გადადგომა, რომლებმაც პროტესტის ნიშნად უარი განაცხადეს ჯონსონის მთავრობაში მუშაობაზე. პროტესტი კი უკავშირდება სექსუალურ სკანდალს, რომლის გამოც ბორის ჯონსონმა ბოდიში მოიხადა. თანამდებობიდან გადადგა კაბინეტის 50-ზე მეტი წევრი.

საქმე ეხება „კონსერვატორების“ პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობა 30 ივნისს დატოვა, თუმცა, როგორც მედია წერს, აღმოჩნდა, რომ პინჩერის წინააღმდეგ საჩივარი 3 წლით ადრეც არსებობდა, რომლის შესახებაც ბორის ჯინსონი საქმის კურსში იყო და ამის მიუხედავად, ის მაღალ თანამდებობაზე დანიშნა. ბორის ჯონსონის განცხადებით, ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა.

„პოლიტიკაში არავინაა შეუცვლელი. ჩვენი ბრწყინვალე და დარვინისტული სისტემა სხვა ლიდერს გამოიმუშავებს, რომელიც თანაბრად მოწოდებული იქნება ამ ქვეყნის წინ წაწევისთვის რთულ პერიოდებში, არა მხოლოდ ოჯახების დახმარებით, არამედ პირობების გაუმჯობესებით, ბიზნესისთვის და ოჯახებისთვის ტვირთის მოხსნით, დიახ, გადასახადების შემცირებით. ესაა ეკონომიკური ზრდის და შემოსავლების გაზრდის გზა, რომელიც გვჭირდება საჯარო სერვისების დასაფინანსებლად. ახალ ლიდერს აღმოვუჩენ მაქსიმალურ მხარდაჭერას, რაც შემეძლება. მინდა იცოდეთ, რამდენად დამწუხრებული ვარ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურის დატოვებით, მაგრამ ასე გამოვიდა. პრემიერ-მინისტრობა ცოდნას გაძლევს, მე ვიმოგზაურე ბრიტანეთის ყველა კუთხეში და აღმოვაჩინე უამრავი ადამიანი უსაზღვრო ბრიტანული ორიგინალობით, რომლებსაც სურთ ძველი პრობლემების ახლებურად მოგვარება. მაშინაც კი, თუ ყველაფერი შეიძლება ზოგჯერ ბნელი ჩანდეს ახლა, ჩვენი მომავალი ერთად ნათელია“, – განაცხადა ჯონსონმა.

მისი თქმით, ახალი ლიდერის არჩევის პროცესი ახლა უნდა დაიწყოს და განრიგი მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

„ახალი ლიდერის არჩევის პროცესი ახლა უნდა დაიწყოს და განრიგი მომავალ კვირას გამოცხადდება. დღეს დავნიშნე ახალი კაბინეტი, რომელიც იმუშავებს, რადგან მე დავრჩები მანამ, სანამ ახალი ლიდერი იქნება“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

მედიის ცნობით, განათლების მდივნის პოზიციაზე ჯეიმს კლევერლი დაინიშნა. მან მიშელ დონელანი ჩაანაცვლა. იუსტიციის ყოფილი მდივანი რობერტ ბაკლენდი უელსის მდივნად დაინიშნა, რომელმაც საიმონ ჰარტი შეცვალა. კიდევ ერთი მდივანი, რომლის დანიშვნაც „დაუნინგ სტრიტმა“ დაადასტურა, არის შაილეშ ვარა, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიის მდივნად დაინიშნა. მან ბრენდონ ლუისი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა დღეს დატოვა.

მანვე განაცხადა, რომ ის დარდობს, რადგან ტოვებს “მსოფლიოში საუკეთესო სამუშაოს”.

“პრემიერ-მინისტრობა თავისთავად განათლებაა – მე ვიმოგზაურე დიდი ბრიტანეთის ყველა კუთხეში და აღმოვაჩინე, რომ ამდენი ადამიანი ფლობს უსაზღვრო ბრიტანულ ორიგინალურობას და მზად არის ძველი პრობლემები ახალი გზებით გადაჭრას, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცები ბნელ ფერებში ჩანს, ჩვენი საერთო მომავალი ოქროსია,” – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

გამოსვლის დასასრულს, ჯონსონმა მადლობა გადაუხადა ბრიტანელ ხალხს იმ უზარმაზარი პრივილეგიისთვის, რომელიც მას მიანიჭეს.

ცნობისთვის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ახალი კაბინეტი დანიშნა. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ჯონსონმა მთლიანი კაბინეტი ჩაანაცვლა. ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ზოგიერთი ახალი მინისტრების ვინაობის შესახებაც წერს. კერძოდ, განათლების მდივნად ჯეიმს კლევერლი დაინიშნა. ლანკასტერის საჰერცოგოს კანცლერის თანამდებობა კიტ მალთჰაუზმა დაიკავა. ცხოვრების დონის ამაღლების და საცხოვრებელი საკითხების მდივნის პოსტზე ჯონსონმა გრეგ კლარკი დანიშნა. ის ამ პოსტზე მაიკლ გოუვის ჩაანაცვლებს.

როგორც „ბიბისი“ წერს, დღეს ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობას დატოვებს, თუმცა შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შემოდგომამდე შეინარჩუნოს.

კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელობის არჩევნები, სავარაუდოდ, ამ ზაფხულს გაიმართება, მთავრობის ახალი მეთაურს კი ოქტომბერში პარტიულ კონფერენციაზე აირჩევენ
შეგახსენებთ რომ ჯონსონი თითქმის სამი წელიწადია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრია.

მსგავსი პოსტები

Back to top button