რეგიონისაქართველოსიახლეები
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის დღიური 169 შემთხვევაა

ოკუპირებულ აფხაზეთში 615 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 169 – ს კორონავირუსი დაუდგინდა.
ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში Covid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამავე ცნობით, 8 იანვარს გუდაუთის საავდმყოფოში კორონავირუსით 1 პაციენტი, 1954 წელს დაბადებული მამაკაცი გარდაიცვალა.
ოკუპირებულ აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 9782 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 141 პირი, გამოჯანმრთელდა 7 294 ადამიანი.