რეგიონისაქართველოსიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა

კოვიდ 19-ის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში დაწესებული საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმდა. განცხადება დე-ფაქტო საგანგებო შტაბის ხელმძღვანელმა გააკეთა.

რაულ ლოლუას თქმით, გაგრისა და გალის რაიონებში მოიხსნა შესვლის აკრძალვაც. გამონაკლისი მხოლოდ სკოლები, საბავშვო ბაღები, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები და კვების ობიექტებია.

ვრცელდება ინფორმაცია ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტის შესახებაც. ის გუდაუთის ჰოსპიტალში 8 აპრილიდან მკურნალობდა. ლოლუას თქმით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ვირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა.

დე-ფაქტო აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები 28 მარტიდან მოქმედებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button