ოკუპირებულ აფხაზეთში შეზღუდვები გახანგრძლივდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. საკოორდინაციო შტაბის გადაწყვეტილებით, პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები 2021 წლის 12 იანვრამდე გახანგრძლივდა.
შესაბამის განკარგულებას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ,ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა.
გადაწყვეტილების თანახმად იკრძალება:
1. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების და სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციების, ასევე თეატრების, მუზეუმების, ბიბლიოთეკების და კულტურის სახლების მუშაობა;
2. ქორწილების და სხვა წვეულებების გამართვა საბანკეტო დარბაზებში, რესტორნებში, კაფეებსა და სხვა დაწესებულებებში.
3. დახურულ სივრცეებში სპორტული და გასართობი ღონისძიებების გამართვა;
4. კულტურის დაწესებულებების მუშაობა (მუზეუმები, ბიბლიოთეკები, საკონცერტო დარბაზები და სხვა) ;
5. სავარჯიშო დარბაზების, სპა სალონების, საცურაო აუზების მუშაობა და სხვა.
გარდა აღნიშნული შეზღუდვებისა, აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა: საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სავალდებულოა დამცავი ნიღბების გამოყენება. 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები კი გათავისუფლებულნი არიან სამსახურში მისვლის ვალდებულებისგან.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმში კორონავირუსით ინფიცირების 5 558 დადასტურებული შემთხვევაა,მათგან გამოჯანმრთელებულია 3 630 პირი. გარდაცვლილთა რაოდენობა 73-ს შეადგენს.