მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპირებულ ბიჭვინთაში „Москва Резорт“-ის აშენებას აპირებენ – სამუშაოები რუსეთის ვიცე-პრემიერმა მოინახულა

საქართველოს მიერ "აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება" გარდაუვალია-ინალ არძინბა

ოკუპირებულ აფხაზეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება რუსეთის მთავრობის წარმომადგენლობითი დელეგაცია ვიცე-პრემიერის, ალექსანდრ ნოვაკის ხელმძღვანელობით.

ნოვაკი რუსეთის მთავრობაში „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს“ კურირებს. მან ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის საინვესტიციო პროგრამების ფარგლებში გარემონტებული ობიექტები დაათვალიერა.

რუსეთის დელეგაციამ მოინახულა ასევე ბიჭვინთაში სასტუმრო Москва Резорт-ის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია. “რეზორტი” 46,5 ჰექტარზე უნდა აშენდეს 2026 წლისთვის. 400-ზე მეტ ნომრიანი სასტუმრო ზღვის სანაპირო ზოლზე უნდა განთავდეს.

ნოვაკი სოხუმის აეროპორტის დათვალიერებასაც გეგმავს, აეროპორტის აღდგენას დე ფაქტო მთავრობა რუსი ინვესტორების ჩართულობით აპირებს.

მდინარე ფსოუზე ე.წ. საზღვართან ნოვაკს ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი ბაგრა გუნბა, „პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი“ ჯანსუღ ნანაბა, „ეკონომიკის მინისტრი“ კრისტინა ოზგანი, გაგრის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსი იური ხაგუში და რუსეთის ე.წ. ელჩი აფხაზეთში მიხაილ შურგალინი დახვდნენ.

რუსეთის დელეგაციაში შედიან რუსეთის პრეზიდენტის ოფისის უცხოეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული ურთიერთობების უფროსი იგორ მასლოვი, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დმიტრი ვოლვაჩი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ევგენი გრაბჩაკი და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორის მოადგილე მიხაილ ბაბიჩი.
გამოცემის ცნობით, რუსი “სტუმრები” შეხვედრას გამართავენ დე ფაქტო პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა მიიჩნევს, რომ საქართველოს მიერ “აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება” გარდაუვალია. ამის შესახებ მან რუსეთის პირველ არხთან საუბარში განაცხადა.

„მინდა გავიხსენო 1921 წლის 21 მაისი, როდესაც საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა, ანუ ხელისუფლების ოფიციალურმა ორგანომ, აღიარა აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. ანუ პრეცედენტები უკვე იყო, როდესაც საქართველო ოფიციალურად აღიარებდა აფხაზეთს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ახალ ისტორიულ რეალიებში ეს აუცილებლად მოხდება, ვინაიდან ეს გარდაუვალია და ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალი არ არსებობს“, – განაცხადა არძინბამ.

აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა 1921 წლის 31 მარტიდან 1931 წლის 19 თებერვლამდე არსებობდა. მისი აღიარება საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ბოლშევიკური მთავრობის მიერ მოხდა. 1921 წლის 16 დეკემბრიდან აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა ამიერკავკასიის სოციალისტურ ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკაში შესვლის მიზნით, საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ნაწილი გახდა ფედერალურ საწყისებზე. მას „სახელშეკრულებო აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა“ ერქვა. 1922 წლის 13 დეკემბრიდან აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა ამიერკავკასიის სოციალისტურ ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკაში შევიდა, როგორც საქართველოს სსრ-ის სუბიექტი. 1931 წლის 19 თებერვლიდან აფხაზეთის სსრ-ის სტატუსი შეიცვალა ავტონომიური რესპუბლიკით. ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა 1922–1936 წლებში არსებობდა. მისი შექმნის ინიციატორი იყო ვლადიმირ ლენინი. მასში შედიოდნენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკები, ასევე აფხაზეთის სსრ, 1922-1931 წლებში. 1936 წლის შემდეგ ამიერკავკასიის სამი ქვეყანა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ცალ-ცალკე შევიდა.
არძინბას თქმით, საქართველოს ადრეც ჰქონია „აბსოლუტურად აბსურდული ტერიტორიული პრეტენზიები“.

„როდესაც 1917 წელს რუსეთის იმპერია დაინგრა, საქართველომ, რომელიც “ერთა ლიგაში” მოხვედრას ცდილობდა, შესაბამისი დოკუმენტები წარადგინა. განაცხადის პაკეტში იყო საქართველოს რუკა, თითქოს საქართველოს ტერიტორია ტუაფსეს რეგიონამდე იყო გადაჭიმული. ნებისმიერი ისტორიკოსი დაგიდასტურებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო არასოდეს ფლობდა ამ ტერიტორიას“, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებით, „აფხაზეთის ხელისუფლება“ აფხაზეთის სუვერენულ სტატუსს არ განიხილავს „არცერთ პლატფორმასა და დონეზე“. ჟენევის დისკუსიებზე საუბრისას არძინბამ თქვა, რომ ამ პლატფორმაზე ორ საკითხზე მსჯელობენ – ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებასა და ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრაზე.

„თუ საქართველოს ჩვენთან ნორმალური ურთიერთობების განვითარება სურს, მაშინ ჩვენ მოვითხოვთ, უპირობოდ ურთიერთსავალდებულო შეთანხმების აღიარებას და ხელმოწერას ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რათა შევინარჩუნოთ სტაბილურობა ჩვენს რეგიონში გრძელვადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა მან.

არძინბამ აშშ-ის მცდელობებს მსოფლიოში თავისი გავლენის გასავრცელებლად „დესტრუქციული“ უწოდა და განაცხადა, რომ „კოლექტიური დასავლეთის“ მიზანია რუსეთის ირგვლივ „ცეცხლოვანი რკალის“ შექმნა, რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე ლოკალური კონფლიქტების პროვოცირება. მისი მტკიცებით, აფხაზეთში არ არსებობს ანტირუსული განწყობები.

ინალ არძინბა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელად 2021 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა. ის აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ნათესავი და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელია – 2014-2018 წლებში მუშაობდა დსთ-ს ქვეყნებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტში. გარკვეული დროის განმავლობაში ამავე უწყებაში იგი ხელმძღვანელობდა უკრაინის დეპარტამენტს.
2018 წელს არძინბა დანიშნეს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს მიერ შექმნილი ახალგაზრდობის საკითხებში რელიგიათაშორისი საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარედ.
2015 წლის ნოემბერში უკრაინის პროკურატურამ არძინბას დაუსწრებლად წაუყენა ბრალი უკრაინის სახელმწიფო საზღვრის შეცვლის მომზადებაში, თანამოაზრეების დაქირავებასა და ოდესის ოლქის ტერიტორიაზე სუვერენული სახელმწიფო ერთეულის, “ბესარაბიის”, უკანონო გამოცხადების წინაპირობების შექმნაში.
უკრაინაში არძინბა 2015 წლიდან გამოცხადდა ძებნაში. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ნათქვამია, რომ ის ემალება გამოძიების ორგანოებს.
საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა რუსეთმა და იმავე წლის სექტემბერში – ნიკარაგუამ. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარეს ვენესუელამ და ნაურუმ და 2018 წელს – სირიამ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ აღიარეს, შემდეგ კი გააუქმეს ვანუატუმ და ტუვალუმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button