მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპირებულ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებისთვის ზონას ამზადებენ

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში შეხვედრა 2018 წლიდან არ გამართულა

კონსტანტინე ფილია, ოკუპირებული გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, აცხადებს, რომ ამზადებენ სივრცეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრის გასამართად.
მანამდე, სოხუმში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების განახლების სურვილი გამოთქვეს. ოფიციალურ თბილისს ინიციატივაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა ფილიას თქმით, “აფხაზური მხარე ამ საკითხში წინ წაიწია”.

„ჩვენ ვამზადებთ ზონას, რომელიც მდებარეობს ენგურის ხიდის შემდეგ, ჩვენს საკონტროლო პუნქტთან მისვლამდე. პირველი პუნქტი, სადაც მხოლოდ შემოწმება მიმდინარეობს, მთელი საბაჟო სტრუქტურების გადმოკვეთამდე. ზევით მზადდება ზონა, იქ იქნება საკონფერენციო დარბაზი და გაიმართება შეხვედრები. ისე გამოვა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაა, მაგრამ ისინი ჩვენთან სრულად არ შემოვლენ. იქ შევეცდებით, რომ ამ ფორმატში პრეტენზიები მოვაგვაროთ… დავიწყოთ ნორმალური დიალოგი“, – განაცხადა ფილიამ.

ამასთან, აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ქართული მხარე შეხვედრების წარმომადგენლებს სთხოვდა, ენგურის ხიდი გადმოეკვეთათ პირადობის მოწმობით, ხოლო მარიონეტებს სურდათ პასპორტების გამოყენება. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საუბრობდა შესაძლებლობაზე, “გამოენახათ ნეიტრალური ტერიტორია” მდინარე ენგურთან, “გაეშალათ კარავი” და ჩატარებულიყო შეხვედრები.

“ჩვენ მზად ვართ კეთილმეზობლობისთვის, მზად ვართ თანაბარი დიალოგისთვის…აი, ამ ჟენევის დისკუსიებმა, მოდი, აქ გადმოინაცვლოს. ჟენევა შორსაა და ყველას არ ესმის… იქ, ჟენევაში ვერაფერი გადაწყდება,” – აღნიშნავს ფილია Чегемская правда-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისივე მტკიცებით, საქართველოში არსებობენ ძალები, რომელთაც ესმით, რომ “ეს ფურცელი უნდა გადაშალონ” და საქართველოს ხელისუფლება “გზავნის სიგნალებს, რომ არ სურს მეორე ფრონტის გახსნა, არ სურს იყოს რუსეთის წინაააღმდეგ.” თუმცა, ფილიას თქმითვე, არსებობს “დასავლეთის მიერ დაფინანსებული, ძალიან სერიოზული” ოპოზიცია, რომლის ხელშიცაა “მცირე მოვლენები”.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ილაპარაკა მდინარე ენგურის მიმდებარედ ნეიტრალური ტერიტორიის მოძებნის და იქ კარვებში შეხვედრების გამართვის შესახებაც.
„ჩეგემსკაია პრავდასთან” ინტერვიუში კონსტანტინე ფილიამ ასევე განაცხადა: „ჩვენ მზად ვართ კეთილმეზობლობისთვის, მზად ვართ თანასწორი დიალოგისთვის“.

რაც შეეხება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, ფილიამ თქვა: „დაე, ეს ჟენეველები აქ შემოვიდნენ, ჟენევა შორსაა და ყველას არ ესმის ყველაფერი. … იქ, ჟენევაში, არაფერი გადაწყდება“.

ფილიამ დაამატა, რომ „საქართველოში არიან ძალები, რომლებსაც ესმით, რომ საჭიროა, ამ ფურცლის გადაშლა“. მისი სიტყვებით, საქართველოს მთავრობა „იძლევა სიგნალს იმის შესახებ, რომ მას არ სურს მეორე ფრონტის გახსნა, არ სურს იყოს რუსეთის წინააღმდეგი“, მაგრამ მანვე აღნიშნა „დასავლეთის მიერ ძალიან სერიოზულად დაფინანსებული“ ოპოზიციის შესახებ.

მედია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. შეხვედრების განახლების საკითხზე პასუხის მიღებისთანავე, მასალა განახლდება.

ცნობისთვის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში შეხვედრები, რომლებიც გალში იმართებოდა, 2018 წლის შემდეგ აღარ ჩატარებულა. მასში აფხაზური მხარე, საქართველო, რუსეთი, ევროკავშირი და გაერო მონაწილეობდნენ.

ქართული მხარე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან დიალოგს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფარგლებში აწარმოებს.

საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთო-ს, ევროკავშირის და გაერო-ს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან სოხუმის და ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლები.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მტკიცებით, ქართული მხარე აცხადებდა, რომ იპმრ-ს შეხვედრების მონაწილეები უნდა კვეთდნენ ენგურის ხიდს პირადობებით, ხოლო აფხაზური მხარე ამბობს, რომ აუცილებელია საზღვარგარეთის პასპორტის გამოყენება. დე ფაქტი შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობდა, რომ შეხვედრებისთვის უნდა მოიძებნოს “ნეიტრალური ტერიტორია ენგურთან”.
IPRM-ის ფორმატის შეხვედრები, გაეროსა და ეუთოს შუამავლობით, პერიოდულად იმართება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button