მნიშვნელოვანისაქართველო

ოკუპირებული ახალგორის ე.წ. სამართალდამცველებს პატიმრობა შეეფარდათ

არჩილ ტატუნაშვილის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს – დავით გურწიევს და ალეკ ტაბოევს პატიმრობა შეეფარდათ.

პროცესი მცხეთის სასამართლოში გაიმართა. მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა დავით გურწიევისა და ალეკ ტაბოევისთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

მათ ბრალი დაუსწრებლად აქვთ წარდგენილი. ისინი სასამართლო პროცესს არ ესწრებოდნენ.

პროკურორის, დავით ყაზარაშვილის თქმით, საქმეში შესაბამისი მტკიცებლებები არსებობს, რაც ადასტურებს, რომ ტატუნაშვილი გურწიევმა და ალეკ ტაბოევმა აწამეს. საგამოძიებო ნაწილი დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დასადგენად გამოძიებას აგრძელებს.

განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, თამარ ავალიანმა გააკეთა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ე.წ. სამართალდამცველებს პატიმრობა შეეფარდათ.

“ადამიანის უფლებათა ცენტრიდან” თამარ ავალიანის და პროკურორის დავით ყაზარაშვილის ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button