მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულებს ტესტირება უტარდებათ

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეები დღეიდან სავალდებულო ხუთდღიანი კარანტინის ნაცვლად, კორონავირუსის შემთხვევების გამოსავლენად სწრაფ ტესტირებას დაექვემდებარებიან.

ენგურის ხიდთან, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს სამი პუნქტია ტესტირებისთვის გახსნილი. ცალკე კარვებია განთავსებული გადმომსვლელთა დასაყოვნებლად. ცალკეა საკარანტინე კარავიც იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმეს დაუდასტურდება კორონავირუსი. მას გადაყვანამდე მოსაცდელ სივრცეში დააყოვნებენ.

აფხაზეთიდან გადმოსულ სამი პირს არ დაუდასტურდა კორონავირუსი და ჩვეულებრივ გაატარეს. ე.წ გამშვებ პუნქტთან კიდევ 30 -მდე მოქალაქე დგას, რომლებიც დანარჩენ საქართვლოში ეტაპობრივად გადმოვლენ.

ადგილზე იმყოფება მედპერსონალი. აქ არიან ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ოდიშარია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთში ანზორ ქობალია.

“დადებითი პასუხის შემთხვევაში მობილიზებულია სამედიცინო ბრიგადა, რომელიც შეაფასებს მოქალაქის ჯანმრთელობის სიმძიმეს და იმის მიხედვით გადაიყვანენ ან კოვიდ კარანტინში, ან კლინიკაში, ან შეეფარდება მას სახლში იზოლაცია. დღეისთვის ოთხი სამედიცინო ბრიგადაა მობილიზებული. მათ შორის სამი ტესტირების რეჟიმისთვის. დილის 8 საათზე დავიწყეთ და გაგრძელდება მანამ, სანამ ნაკადი იქნება”, – განაცხადა ნანა ოდიშარიამ. მისი განმარტებით, ისინი შესთავაზებენ მოქალაქეებს ნებაყოფლობით ვაქცინაციის პროცესში ჩართვას, რომ სურვილის შემთხვევაში დარეგისტრირდნენ მათ მიერვე შერჩეულ კლინიკაში, მათსავე სასურველ დროს.

ამ დროსთვის ენგურის ხიდზე ხალხმრავლობაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button