მნიშვნელოვანი
LIVE: ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოპარული მამაკაცი გზაში გარდაიცვალა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/09/otobaia.jpg)
გალის რაიონის სოფელ ოტობაიიდან გადმოპარული ბესიკ რატია, ზუგდიდისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ კოკთან გარდაიცვალა.
გარდაცვლილის მეზობლის ცნობით, მამაკაცი შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც მდინარე ენგური გადმოლახა. იგი ზუგდიდში მოდიოდა, სადაც ცოლ-შვილი ჰყავს.
“მერამდენე შემთხვევაა, როცა ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვას ადამიანის სიცოცხლე ეწირება. იშვიათი ადამიანი იყო და საოცარი ბუნების. მშობლიურ სოფელში ვერ დავკრძალავთ და ვერც ნათესავები დაიტირებენ”, – ამბობს მეზობელი ჯილდა სექანია.
მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზე ქუთაისში გადაასვენეს.
როგორც შს სამინისტროში “ჰერეთს” განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის თეა შონიას ჩართვას ახალ ამბებში