ოკუპირებული აფხაზეთიდან მიშას მხრდამჭერი წერილები გამოგზავნეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი წერილები მოქალაქეებმა ოკუპირებული აფხაზეთიდანაც გამოაგზავნეს.
კამპანიის ორგანიზატორი სოფო ჯაფარიძე ენგურის ხიდზე ჩავიდა და ოკუპირებული რეგიონიდან გადმოტანილი წერილები შეაგროვა.
მოქალაქეების გზავნილები ასევე შეგროვდა გორში, რუსთავში, მცხეთასა და ხურვალეთში.
მათი ნაწილი პრეზიდენტის რეზიდენციაში მიიტანეს.
“აფხაზეთიდან ჩვენმა მართლა პატრიოტმა მოქალაქეებმა გამოგვიგზავნეს წერილები, გამოუგზავნეს სალომე ზურაბიშვილს, რომ გაათავისუფლოს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და გადავარჩინოთ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე.
ჩვენ ვიყავით ასევე ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან, ზუსტად იმ ადგილას, სადაც გიგა ოთხოზორია მოკლეს, ჩვენ იქ გადმოგვცეს წერილები იქაურმა მაცხოვრებლებმა, ადამიანებმა, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან თავისუფლების ფასი”, – თქვა სოფო ჯაფარიძემ.
კამპანია მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება.