მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტიდან ე.წ. აპარტამენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვიეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტიდან ე.წ. აპარტამენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვიეს.

კანონპროექტი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში 10 ათასამდე აპარტამენტის მშენებლობასა და უცხოელებისთვის მიყიდვას ითვალისწინებდა. კანონპროექტის განხილვა აქციების ფონზე მიმდინარეობდა.

ე.წ. პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გაწვევის გადაწყვეტილება “დაძაბულობის განმუხტვისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად” მიიღეს.
„ეხო კავკაზას“ ცნობით, ე.წ. აპარტამენტების კანონპროექტი თავად ინიციატორმა დეპუტატებმა გაიწვიეს. წარმოებიდან პროექტის მოხსნის დოკუმენტს ხელი მოაწერა დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ ლაშა აშუბამ.
მანამდე, კანონის გაწვევის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. კანონპროექტის მოწინააღმდეგე ერთ–ერთი ახალგაზრდული მოძრაობა აცხადებს, რომ პროექტის გაწვევა მხოლოდ დროებითი გამოსავალია. მათივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ე.წ ხელისუფლებამ კანონპროექტი კვლავ უკან დააბრუნოს.

“ამ კანონპროექტის არსებობით მოქმედმა ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მისი ნდობა შეუძლებელია. ჩვენ ვითხოვთ გარანტიებს”, – აღნიშნავენ მოძრაობის წევრები.
აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულია „დაძაბულობის მოხსნის და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით“ და „საზოგადოების აზრის“ გათვალისწინებით. კანონპროექტმა, ოფიციალური სახელწოდებით „ოჩამჩირის, ტყვარჩელის და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ზომების შესახებ“, აფხაზეთში საპროტესტო აქციები გამოიწვია.

დე ფაქტო ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები აცხადებდნენ, რომ კანონის მიღება იქნებოდა „სახელმწიფოებრიობის საფუძველში ჩადებული დემოგრაფიული ნაღმი“. კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ ადგილობრივი საზოგადოებრივი გაერთიანებები, მათ შორის „უხუცესთა საბჭო” და „სამამულო ომის” ვეტერანები.

ე.წ. აპარტამენტების კანონის მიღების მოწინააღმდეგე ახალგაზრდულმა მოძრაობამ „ჩვენი ბიჭვინთა” განაცხადა, რომ კანონპროექტის გაწვევა დროებითი გადაწყვეტილებაა, ამიტომ დაუყოვნებლივ მოითხოვენ გარანტიებს და მორატორიუმის გამოცხადებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button