რეგიონისიახლეები

ოკუპირებული აფხაზეთის დეპუტატი კრიპტოვალუტის მოსაპოვებელი ტექნიკის გამო ამხილეს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის დეპუტატის თანაშემწე ლაშა საქანია კრიპტოვალუტის გამომუშავებისთვის საჭირო ტექნიკის უკანონო გადაზიდვაში ამხილეს.

აფხაზური სააგენტოების ცნობით, იგი თანამდებობიდან გარკვეული პერიოდით გაათავისუფლეს.

აფხაზური გამოცემები წერენ, რომ ე.წ. პარლამენტის თანამშრომელმა ტექნიკა რუსეთიდან აფხაზეთში შეიტანა, ე.წ. სახელმწიფო ტრანსპორტით, რომელიც სოჭში შესაკეთებლად იყო ჩატანილი.

ჟურნალისტებს ე.წ. საბაჟო სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ მანამდეც აღკვეთეს ანალოგიური ფაქტი, როცა „სახელმწიფო მანქანით“ კრიპტოვალუტის მოსაპოვებელი 7 აპარატი ერთდროულად გადაჰქონდათ.

ამასთან მისივე ცნობით,ბოლო პერიოდში აფხაზეთიდან უკვე გატანილია დაახლოებით 6,600 ასეთი დანადგარი.

ოკუპირებულ აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა ბიტკოინების მოპოვება 2021 წლის 1 ივნისამდე აკრძალა.

კანონმდებლობით,ასევე დაუშვებელია კრიპტოვალუტის გამომუშავებისთვის საჭირო ტექნიკის ტრანსპორტირებაც.

კრიპტოვალუტია თვითნებურად მოხმარებამ დე ფაქტო რესპუბლიკას ელექტროენერგიის მომარაგების კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემა შეუქმნა, რადგან ელექტროენერგიის უკონტროლო მოხმარება ხდება.

როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რამდენიმე მათგანი უკვე დაიხურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button