მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა

ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. ამის შესახებ მისი ე.წ. პრესსამსახური იუწყება.
“პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის განრიგში შედის შეხვედრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოში”- ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, დაგეგმილია ბჟანიას შეხვედრები რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მთავრობასთან და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოსთან.

შეხვედრების შესახებ დეტალები არ ვრცელდება.

ცნობისთვის, ბჟანია მოსკოვს თებერვალშიც ეწვია. გარდა ამისა, ის მინსკშიც იმყოფებოდა, სადაც ბელარუსის ლიდერს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button