რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი მი-24 ჩამოვარდა

ოკუპირებული აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი მი-24 ჩამოვარდა.
ეკიპაჟის სამივე წევრი ცოცხალია, განუცხადა ადგილობრივ სააგენტო „აფსნიპრესს” აფხაზეთის ე.წ. საჰაერო ძალების სარდალმა ადგურ გუმბამ.
შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს იძიებენ.
ადგილზე მივიდა დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების მინისტრი ლევ კვიცინია.