ოკუპირებული აფხაზეთი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის წინასწარ პატიმრობას ითხოვს

ოკუპირებული აფხაზეთის სამხედრო პროკურატურამ სამხედრო სასამართლოს საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ ქანჯი-ოღლის წინასწარი დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა.

საქართველოს მოქალაქე 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მოკლეს.

ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რაშიდ ქანჯი ოღლის ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პროკურატურამ განზრახ მვლელობის ბრალი წარუდგინა. ის არაღიარებული აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაათავისუფლეს.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს გალში ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების ერთობლივი მექანიზმის ფარგლებში განიხილვენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button