მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ოკუპირებული გალიდან გადმოყვანილი ქალი ანაკლია-განმუხურის კოვიდ სასტუმროში გარდაიცვალა

ანაკლია-განმუხურის კოვიდ სასტუმროში ოკუპირებული აფხაზეთიდან, კერძოდ გალიდან გადმოყვანილი პაციენტი, შუა ხნის ქალი გარდაიცვალა. იგი გალის საავადმყოფოს ექთანი იყო.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ამინისტრაციაში ფაქტს რადიო თბილისთან ადასტურებენ.

მათი ცნობით, გარდაცვლილი 63 წლის ქალია. თავდაპირველი ტესტით მას კორონავირუსი არ დაუდასტრდა. ანალიზები დამატებითი კვლევებისთვის თბილისში გაიგზავნა.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ,რომ ინფორმაციას მომხდარზე ცოტა ხანში გაავრცელებენ.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტში, მდინარე ენგურთან დაკეტილი ე.წ. საზღვარი 2021 წლის 11 თებერვალს გახსნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button