რეგიონი
ოკუპირებული გალის ცენტრალური გზის მონაკვეთზე ავარიას ორი პირი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ რუხთან, ოკუპირებული გალის ცენტრალური გზის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, “ოპელის” მარკის ავტომობილი სავალი გზიდან გადავიდა და არხში ჩავარდა.
ამ წუთებში ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს. სავარაუდოდ, ავარიის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.