მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
ოკუპირებული გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით 3 პირი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში,24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე 386 პირი გამოიკვლიეს და მათგან 116-ს ვირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში შექმნილი ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამავე ცნობით, გუდაუთის საავადმყოფოში ამ ეტაპზე 56 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს. მათგან 23-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ რჩება.
კლინიკაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით გუდაუთის საავადმყოფოში 3 პირი გარდაიცვალა.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კი 30 პაციენტი მკურნალობის კურსს გადის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალში კი 31 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. მათგან ოთხი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.