მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“ოკუპირებული ტერიტორიებიდან 37 მოქალაქეა გადმოყვანილი”

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 37 მოქალაქეა გადმოყვანილი.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, არ უნდა იყოს სხვაობა იმ ჯანდაცვის სერვისის ხარისხში, რომელსაც მოქალაქეები იღებენ და მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

„დღეის მონაცემებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან 37 მოქალაქეა გადმოყვანილი. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია მკაფიო და პირდაპირია. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ენგურის რომელ მხარეს არის ინფიცირებული ადამიანი, ესენი ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი საზრუნავები არიან. ამ მიზნის მისაღწევად მოხდა რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის სწრაფად გაშვება ფუნქციონირებაში. არ უნდა იყოს არანაირი სხვაობა სერვისების და მომსახურების სტანდარტში, რომელსაც მოქალაქე მიიღებს, როგორც ცხინვალის რეგიონიდან, ისე ენგურის მეორე მხარიდან. ჩვენ ყველანაირი რესურსის მობილიზებას გავაკეთებთ, რომ სხვაობა ჩვენმა მოქალაქეებმა არ იგრძნონ“,- აღნიშნა გახარიამ „იმედის“ ეთერში.

მსგავსი პოსტები

Back to top button