რეგიონი

უკრაინაში, ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპული ქართველი აფხაზეთიდან დევნილია

უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპული მეორე ქართველი აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდაა.
25 წლამდე ნიკოლოზ შანავა ძმასთან და ქართველ თანამებრძოლებთან ერთად იმყოფებოდა სანგარში.

ისინი ხარკოვთან დავალებას ასრულებდნენ, შეტაკების შემდეგ კი რუსმა ოკუპანტებმა ტერიტორია დაბომბეს, რასაც 2 ქართველის სიცოცხლე შეეწირა.
“ნიკოლოზ შანავა უკრაინის ომში დაიღუპა, უკრაინაში იბრძვის მისი ძმაც,მამა კი აფხაზეთის ომის მონაწილეა.
დიდება გმირებს”, _ წერენ სოციალურ ქსელში.
გარდა ამისა, გუშინ დაიჭრა 5 მებრძოლი.

ქართველი მებრძოლების ცნობით,ფრონტის ხაზიდან ყველა მათგანი გამოყვანილია.
ისინი უკრაინის ერთ-ერთ ბატალიონში – “კარპასკა სიჩში” ირიცხებოდნენ,რომელსაც გოჩა ხორავა ხელმძღვანელობს.

ხარკოვთან ბრძოლები ამ დრომდე მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button