ოლიმპიადისთვის 10 ლარიანი ვერცხლის მონეტები გამოვა
ახალგაზრდულ ოლიმპიადასთან დაკავშირებით 10 ლარიანი ვერცხლის მონეტები გამოვა.
მონეტები პოლონეთის ზარაფხანაში იჭრება. მისი ავტორია მხატვარ – დიზაინერი მამუკა გონგაძე.
რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, მასზე ფესტივალის ლოგი იქნება დატანილი, მეორე მხარეს კი ევროპის რუკა, ოლიმპიური კომიტეტის ლოგი და ეროვნული ვალუტის ამსახველი ლოგო.
როგორც ამბობენ, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის “თბილისი 2015”-ის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო დანიშნულების ვერცლის 10 ლარიან მონეტების დამზადება უკვე დაიწყო.
მონეტები 3000-იანი ტირაჟით გამოვა, თუმცა ის გაყიდვაში არ იქნება.