მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი გზის განბლოკვის მოთხოვნით აქცია გაიმართა

25 დეკემბერს სტეპანაკერტში ათასობით პირმა მიიღო მონაწილეობა აქციაში, რომელიც აზერბაიჯანისგან მოითხოვდა მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზის განბლოკვას.

აქციის ორგანიზატორები იყვნენ ყარაბაღის პოლიტიკური ლიდერები, რომლებმაც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილებს სიტყვითაც მიმართეს. გზა უკვე თოთხმეტი დღეა ბლოკირებულია, რაც იწვევს საკვების, წამლების და სხვა აუცილებელი საგნების მწვავე დეფიციტს ამ სომხებით დასახლებულ რეგიონში.

აქციის მონაწილეებმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდეს სასწრაფოდ ჩაერიოს ვითარებაში, რომელიც, მათი შეფასებით, წარმოადგენს აზერბაიჯანის ძალისხმევას სამშობლოდან განდევნილ იქნენ ყარაბაღელი სომხები.

ყარაბაღის დე-ფაქტო ლიდერმა, რუბენ ვარდანიანმა განაცხადა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას სამი არჩევანიღა აქვს: “პირველი – ჩვენ ვნებდებით და ადრე თუ გვიან ინტეგრაციას ვახორციელებთ აზერბაიჯანთან, მეორე – ჩვენ აქედან მივდივართ. მესამე – ჩვენ ვიბრძვით”.

აქციის პარალელურად, აზერბაიჯანზე მიმდინარეობს საერთაშორისო ზეწოლა გზის გასახსნელად. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბაქოს მოუწოდა “უფლება დართოს თავისუფალ გადაადგილებას ლაჩინის დერეფნის ხაზით”, როცა მან აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს 23 დეკემბერს დაურეკა. სატელეფონო საუბრის შინაარსის ფრანგული ვერსიით, ალიევმა თქვა, რომ “გეგმავს” ამ ნაბიჯის გადადგმას.

თუმცა, ალიევის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში პრეზიდენტი იცავს იმ აზერბაიჯანელებს, რომლებმაც 12 დეკემბერს დერეფანი გადაკეტეს, თითქოს გარემოსდაცვითი მოსაზრებებით. ამ ვერსიის თანახმად, ალიევმა მაკრონს უთხრა, რომ ეს მოქალაქეები სწორად იქცევიან, როცა აპროტესტებენ უკანონო სამუშაოების წარმოებას ყარაბაღის საბადოებში.

გზა, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს, დაბლოკა აზერბაიჯანელი დემონსტრანტების ჯგუფმა, რომელიც მოითხოვს ბაქოს საშუალება მიეცეს შეამოწმოს ყარაბაღის მადნის საბადოები. დემონსტრანტები ყურადღებას ამახვილებენ აზერბაიჯანის განცხადებებზე, რომ მთიანი ყარაბაღის საბადოებში უკანონო სამუშაოები მიმდინარეობს, და რომ მინერალები სომხეთში ლაჩინის დერეფნით გააქვთ.

ერევანში და სტეპანაკერტში დაგმეს დერეფნის ბლოკირება და მას უწოდეს უხეში დარღვევა 2020 წლის სამშვიდობო შეთანხმებისა, რომელმაც ლაჩინის დერეფანი რუსი მშვიდობის დამცველების კონტროლის ქვეშ მოათავსა.

ალიევი 23 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსაც ესაუბრა. სატელეფონო საუბრის შინაარსის კრემლის ანგარიშში გზის ბლოკირების საკითხი ნახსენები არ არის.

24 დეკემბერს, ბაქოში გამოსვლისას, ალიევმა თქვა, რომ არ დანებდება საერთაშორისო ზეწოლას. “ჩვენზე ვერავინ მოახდენს გავლენას” – თქვა მან.

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ჯოზეპ ბორელი 24 დეკემბერს ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიხუნ ბაირამოვს – უვკე მეორედ ბოლო სამი დღის განმავლობაში. როგორც ბორელმა მოგვიანებით ტვიტერით დაწერა, მათ განიხილეს “გადაადგილების თავისუფლების და ჰუმანიტარული წვდომის საჭიროება ლაჩინის დერეფანში”. ბორელმა საუბარს “კონსტრუქციული” უწოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button